იტალიაში 26 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს
1747920764
მარტივი შესაფასებელია ჯო უილსონის დამოკიდებულება და ჯო უილსონის საქმიანობა, მთავარი მიზანი მისთვის არის ის, რომ საქართველოსთან მიმართებაში იყოს მცდარი, უსაფუძვლო და ნეგატიური დამოკიდებულება, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
თუმცა, მისივე თქმით, პასუხი, რომელიც მის კითხვაზე მივიღეთ, იყო სხვაგვარი.
„პასუხი იყო ის, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია მოქმედებს საგარეო ფრონტზე მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა ქვეყნის არც მმართველობებს, არც მმართველობის სტილს. მისთვის მთავარია ის ინტერესი, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ამა თუ იმ რეგიონში.
პასუხებისგან ისიც გამოჩნდა, რომ ჯერ კიდევ გადახედვის პროცესშია თუ რა ინტერესი აქვს ან შეიძლება ჰქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩვენს რეგიონში და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.