მაკა ბოჭორიშვილი დღეს გაეროს მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა

mak

საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრი გაეროს მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფება. წარმომადგენლობით ფორუმს, რომელიც მდგრადი გნვითარების დაფინანსების საკითხებს ეძღვნება, სევილია მასპინძლობს.

მაკა ბოჭორიშვილი დღეს კონფერენციაზე დამსწრეთა წინაშე სიტყვით გამოვა.

„საუბარი იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვან, პრიორიტეტულ მიმართულებებზე, პირველ რიგში, იმ პროგრესზე, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია ეკონომიკურ და ფინანსურ სფეროში გატარებული რეფორმების შედეგად და იმ ეკონომიკურ ზრდაზე, რაც არის ქვეყანაში ბოლო წლებში, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ საქართველო იყოს პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენილი მსგავს ფორმატებში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.