საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა

გიორგი ზურაბაშვილი

აქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის პირველ მოადგილედ გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანებაშია ნათქვამი.

გიორგი ზურაბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე ლაშა დარსალია შეცვალა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ლაშა დარსალია საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს იკავებს.