„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
პარტიის თავმჯდომარე ვინ იქნება, წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ თუ პარტიის ხელმძღვანელის პოზიციაზე იქნება წარდგენილი, ამას მხოლოდ მივესალმები და ეს მისთვის ახალი არ იქნება, რადგან აქამდეც იყო. პრემიერ-მინისტრის პოზიციიდანაც პარტიულ საკითხებში აქტიურად იყო ჩართული, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილს კითხვა დაუსვეს ირაკლი კობახიძის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ შესაძლო არჩევაზე.
მახაშვილის თქმით, ყრილობა ორი თვალსაზრისით იქნება მნიშვნელოვანი.
„ჩვენთვის ყრილობა ორი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, ერთი მხრივ, ახალ ხელმძღვანელს და პოლიტსაბჭოს ავირჩევთ, ეს პარტიისთვის საჭიროა, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვემზადებით და გადაწყვეტილებებს სწორედ იმ გათვლითაც ვიღებთ, რომ არჩევნებს მომზადებულები შევხვდეთ. მეორე მხრივ, ამხელა შეკრებაზე იმ თემებზე საუბარი შეგვიძლია, რაც ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. ეს ერთ-ერთი შესაძლებლობა იქნება, გადავხედოთ, რა გზა გავიარეთ და შემდგომი ნაბიჯები დავგეგმოთ ქვეყნის საგარეო თუ შიდა პოლიტიკაზე. პარტიის თავმჯდომარე ვინ იქნება, წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ თუ პარტიის ხელმძღვანელის პოზიციაზე იქნება წარდგენილი, ამას მხოლოდ მივესალმები და ეს მისთვის ახალი არ იქნება, რადგან აქამდეც იყო. პრემიერ-მინისტრის პოზიციიდანაც პარტიულ საკითხებში აქტიურად იყო ჩართული“, – განაცხადა მახაშვილმა.