აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, შუახევში, სახალხო დღესასწაულ „მარეთობას“ დაესწრო

მარეთობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი შუახევში გამართულ სახალხო ტრადიციულ დღესასწაულ „მარეთობას“ დაესწრო.

მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.
სახალხო დღესასწაულს შუახევის მერი, აჭარის მთავრობის, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, „საპატიო მარეთელების“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საპატიო ჯილდო წარმატებულ პედაგოგებს, წარჩინებულ ახალგაზრდებსა და სხვადასხვა სფეროში გამორჩეულ ადგილობრივ მოსახლეობას გადაეცა.

ღონისძიებაზე სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობა გაიმართა, მათ შორის მარეთის ხეობის ტრადიციების ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო.

მთავრობის თავმჯდომარემ, ასევე, შუახევში მდებარე, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.