ზუგდიდში, საოჯახო ტიპის სასტუმროში დამსვენებელმა მძინარე გოგო გააუპატიურა - მოძალადეს პატიმრობა მიუსაჯეს | წლების წინ მომხდარი მძიმე საქმის დეტალები

zaladoba

ამბავი, რომელმაც წლების წინ სამეგრელო შეძრა — 2018 წლის აგვისტოში ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი სასტუმროში გააუპატიურეს.

2018 წლის 27 აგვისტო — ზუგდიდში, რ.ე.-ს ტერიტორიაზე მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმროში, დასასვენებლად მყოფი ახალგაზრდა ქალი, თი.ე., სასტიკი დანაშაულის მსხვერპლი გახდა.

დაზარალებული იმყოფებოდა საკუთარ სასტუმრო ნომერში, როცა მასთან დაუკითხავად შევიდა ამავე სასტუმროში მყოფი ალ.მ. მან ისარგებლა ქალის უმწეო მდგომარეობით — თი.ე. იმ დროს ეძინა — და გააუპატიურა. 

დაზარალებულმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო — ალ.მ.-მ ხელი დააფარა პირზე, არ მისცა ყვირილის ან დახმარების ძახილის საშუალება და ძალადობა განაგრძო.

დანაშაული დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას სხვა პირის სხეულში ძალადობით, მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

ბრალდებულს სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. 

დაცვის მხარემ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.