გოგა მანია გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს
1746527635
კახეთის პოლიციამ 4 ნარკორეალიზატორი დააკავა. სამართალდამცველებმა მათგან ნარკოტიკი საკონტროლოდ რამდენჯერმე შეისყიდეს და ფაქტი ფარულად ჩაწერეს.
მათი პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია „ბუპრენორფინი“, "ალფა-პვპ" და „მარიხუანა“. დანაშაული 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„ნარკოტიკული საშუალებები არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დაკავებული არიან: 1995 წელს დაბადებული ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ვ.ა. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1973 წელს დაბადებული შ.ჭ., 1969 წელს დაბადებული ვ.ღ. და 1990 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რ.ი.
დანაშაული 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალებები „ბუპრენორფინი“, "ალფა-პვპ" და „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.“ - წერია შსს-ს განცხადებაში.