ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა ვიდეომიმართვას ავრცელებს
1755199255
მას [მამუკა ხაზარაძეს] იმგვარად ჰქონდა პარიზის საარბიტრაჟოში სარჩელი შეტანილი, მისი მოთხოვნა რომ დაეკმაყოფილებინათ, მას ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან თავის ჯიბეში მიჰქონდა მილიარდ ნახევარი დოლარი. ამ ყველაფრის ფონზე ის მაინც აგრძელებს იგივე რიტორიკას, - განაცხადა განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
დეპუტატი გამოეხმაურა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით „ლელოს“ ლიდერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს.
„ჩვენ ვისურვებდით, რომ კიდევ სხვა საარბიტრაჟოში გაასაჩივრონ ეს ყველაფერი, იმისათვის რომ კიდევ უფრო მეტი ფული დააკისრონ გადასახდელი საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ“, - აცხადებს მაჭავარიანი.
ანაკლიის პროექტის ჩაგდებისა და ორი საერთაშორისო არბიტრაჟის წაგების მიუხედავად, მამუკა ხაზარაძე კვლავ ანაკლიის პორტის აშენებაზე საუბრობს:
„ჩემი პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მიზეზი სწორედ ესაა, ანაკლიის პორტის და ქალაქის მშენებლობაში მონაწილეობაც ამით იყო განპირობებული. დღესაც მყარად მწამს, რომ სოხუმისკენ მიმავალი გზა ანაკლიაა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მიზანი იქნას მიღწეული“.