1753907905
ლევან მაჭავარიანი კახა კალაძეზე: მან იცის აბსოლუტურად ყველა პრობლემა, რაც არის დედაქალაქში და რა თქმა უნდა პრობლემები რჩება, თუმცა ბატონ კახის აქვს სწორი ხედვა ამ პრობლემების აღმოფხვრასთან დაკავშირებით

ვხედავთ, თუ როგორ შეიცვალა ამ 8 წლის განმავლობაში თბილისი, როგორი გალამაზებულია. მომდევნო 4 წლის განმავლობაში კახა კალაძე გააგრძელებს ამ საქმიანობას, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა კახა კალაძეზე საუბრისას.
„მან იცის აბსოლუტურად ყველა პრობლემა, რაც არის დედაქალაქში და რა თქმა უნდა პრობლემები რჩება, თუმცა ბატონ კახის აქვს სწორი ხედვა ამ პრობლემების აღმოფხვრასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს წარადგენს.