ლევან მაჭავარიანი: ერთი თვის წინ ჩატარდა კვლევა, სადაც რადიკალურად არის შემცირებული ჩვენი მოქალაქეების კეთილგანწყობა ევროპის მიმართ, რასაც იწვევს სწორედ ეს მიდგომები ევრობიუროკრატების მხრიდან

ლევან მაჭავარიანი

ქალბატონი ზურაბიშვილის წერილის არავის უკვირს, მსგავსი წერილი ბევრი გვინახავს, ჩვენ გვახსოვს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წერილებიც. აქ ახალი არაფერია, კონტრპროდუქტიულია მათთვისაც და ამ ევრობიუროკრატებისთვისაც, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

„ერთი თვის წინ ჩატარდა კვლევა, სადაც რადიკალურად არის შემცირებული ჩვენი მოქალაქეების კეთილგანწყობა ევროპის მიმართ, რასაც იწვევს სწორედ ეს მიდგომები ევრობიუროკრატების მხრიდან. ჩვენ ყოველთვის ვმიჯნავთ ევრობიუროკრატებს ევროკავშირისგან, ევროპისგან და ევროპელი ხალხისგან, თუმცა, ევრობიუროკრატების ეს ქცევა იწვევს განწყობების ცვლილებას ჩვენს საზოგადოებაში“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.