„პრაიმ ჰაუსის“ ცნობილი წყვილი დაშორდა
1753732640
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი „დღის ქრონიკაში“ „გორბის“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ყველა პოლიტიკური სვლა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, უალტერნატივო იყო.
„რაც დონალდ ტრამპმა დაიკავა ოვალური ოფისი, იმდენი თემა და საკითხი გამომჟღავნდა, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ, სამწუხაროდ წინა ადმინისტრაცია მოსვენებას არ გვაძლევდა და ყოველდღიურ რეჟიმში გვაკრიტიკებდა და ასევე გვაკრიტიკებდნენ ევრობიუროკრატები, შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი, ამ კრიტიკის ფონზე, ცოტა დაბნეული იყო.
ახლა, კი, აშშ-ს მოქმედმა ადმინისტრაციამ დაადასტურა ყველაფერი, რაზეც 3 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ საუბრობდა და ამით დადასტურებულია, რომ ჩვენი კურსი, გადადგმული ნაბიჯები, ყველა პოლიტიკური სვლა, რაც ჩვენ გავაკეთეთ, უალტერნატივო იყო, ეს დაბნეულობა მოიხსნა. რაც დრო გადის და ამდენ საკითხს ნათელი მოეფინა, ჩვენი მოქალაქეები უფრო და უფრო რწმუნდებიან, რომ „ქართული ოცნება“ რასაც საუბრობს, „ქართული ოცნება“ რა ნაბიჯსაც დგამს, ეს ყველაფერი გამომდინარეობს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? გამოკითხულთა 56,2% - მა „ქართულ ოცნება“ დაასახელა.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუირების მეთოდის გამოყენებით ჩაატარა.
საველე სამუშაოები 2025 წლის 22 ივნისი-5 ივლისს შესრულდა. შედგა 2300 პირისპირი ინტერვიუ საქართველოს ზრდასრულ მოქალაქესთან (18 წლის და მეტი ასაკის).
წარმოდგენილი მონაცემები შეწონილია როგორც დემოგრაფიული, ასევე პოლიტიკური წონით (2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაცხადებული ხმის მიცემის და ოფიციალური შედეგების თანაფარდობით) და წარმოდგენილია სავარაუდო ამომრჩევლის ჭრილში.
სავარაუდო ამომრჩეველი გამოვლინდა არჩევნებში მონაწილეობის მზაობასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე. ცდომილების ზღვარი: +/-3% სავარაუდო ამომრჩეველი, ქვეყნის მასშტაბით.
„პრაიმ ჰაუსის“ ცნობილი წყვილი დაშორდა
1753732640