1750017082
„ლელოს“ პოზიცია არის, რომ თვითმმართველობის არჩევნები, როგორც ერთ-ერთი ბრძოლის ინსტრუმენტი, იქნას გამოყენებული - თაზო დათუნაშვილი

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ისევ დაპირისპირების მიზეზია ოპოზიციურ სპექტრში - არსებობდა თუ არა შეთანხმება ოპოზიციაში ბოიკოტთან დაკავშირებით.
"ძლიერი საქართველო", რომელიც 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ემზადება, აცხადებს, რომ ოპოზიციამ ეს გადაწყვეტილება მათთან შეუთანხმებლად გამოაცხადა.
"ნაციონალური მოძრაობა" "ლელოს" ტყუილში ადანაშაულებს, "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრები კი, მათ საჯარო დებატებში იწვევენ. არჩევნებისთვის დამოუკიდებლად ემზადება გახარიას გუნდი, რომელიც ამბობს, რომ კოლეგების ბრალდებები მათ სამოქმედო გეგმაზე გავლენას ვერ მოახდენს.
"ლელოს" წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნები, როგორც ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, უნდა იყოს გამოყენებული.
"ლელოს" პოზიცია არის, რომ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, როგორც ერთ-ერთი ბრძოლის ინსტრუმენტი და არა თვითმიზანი ამ არჩევნებში მონაწილეობა, იქნას გამოყენებული ეს ველი და ამაზე მსჯელობა გავმართოთ. ამის მიღმა, პოლიტიკური იწილო-ბიწილო არ არის ის საქმე, რითაც მე მიყვარს-ხოლმე დაკავება", - განაცხადა თაზო დათუაშვილმა.