ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
1745939324
კულტურის კომიტეტში, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საკონსულტაციო საბჭოები შეიქმნა: თეატრისა და კინოს საკონსულტაციო საბჭო და მწერლების საკონსულტაციო საბჭო. კომიტეტის სხდომაზე თითოეული საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა.
საკონსულტაციო საბჭოები შესაბამისი დარგის სპეციალისტებისგან შედგება.
საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, პარლამენტის რეგლამენტის, პარლამენტის კულტურის კომიტეტის დებულების, საკონსულტაციო საბჭოს დებულებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ განმარტა, საკონსულტაციო საბჭო არის კომიტეტის სათათბირო ორგანო, რომელიც ეხმარება კომიტეტს კულტურის სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და მათზე რეაგირების მექანიზმების დაგეგმვაში, კულტურის პოლიტიკის განსაზღვრასა და ცალკეული ინიციატივების ანალიზში.
ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
1745939324