1692302192
კონსტიტუციაში წერია, რომ ყველა, ვისაც გამოიძახებენ კომისიაზე, ვალდებულია, გამოცხადდეს - თენგიზ შარმანაშვილი თარგამაძის განაჩენზე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებას კიდევ ერთხელ აფასებენ მმართველ გუნდში.
"ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი დასჯადია და ეს იმ პირებმაც კარგად იციან, ვინც კანონი დაარღვიეს.
"კონსტიტუციაში წერია, რომ ყველა, ვისაც გამოიძახებენ ამ კომისიაზე, ვალდებულია, გამოცხადდეს. როდესაც შენ წინასწარ იცი, როდესაც შენ თვეების განმავლობაში ამაზე საჯაროდ გაფრთხილებენ, შემდეგ ოფიციალურად პირადადაც გაგაფრთხილეს, გამოგიძახეს და შენ ამას მაინც თავს არიდებ, ძალიან კარგად იცი, ეს რით დამთავრდება. ჩვენ ვერაფერს ვერ ვუშველით იმ ადამიანს, რომელიც დაპატიმრებისკენ არის განწყობილი", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ დეპუტატს, გივი თარგამაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 თვით პატიმრობა შეუფარდა, ასევე აუკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.