კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 2024 წლის ანგარიშს დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე წარადგენს

ნკ

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 2024 წლის ანგარიშს დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე წარადგენს.

ირაკლი ლექვინაძე კომიტეტის წევრებს ჯერ სიტყვით მიმართავს, შემდეგ კი საკანონმდებლო ცვლილებებზე, მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველ ეროვნულ სტრატეგიაზე და სააგენტოს მიერ განხორციელებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრებს.