„ივლისი და აგვისტო ძალიან ყურადღებით იყავით…“ - გოგა მანიას წინასწარმეტყველება
1750795877
„ვერც კანონის უზენაესობას გვასწავლის ვინმე და ვერც დემოკრატიის ღირებულებებს. ევროპა იწყება საქართველოდან და არა ბრიუსელიდან. ჩვენთვის კანონის უზენაესობას აქვს არა მხოლოდ დემოკრატიული ღირებულება, არამედ ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ორგანული ნაწილია,“ - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
რატი იონათამიშვილის თქმით, უცხოელი პოლიტიკოსები საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ.
„ჩვენს საზოგადოებას აქვს ამომწურავი ინფორმაცია იმ პროცესებზეც, რაც ხდება ევროკავშირის ქვეყნებში, იმ კანონმდებლობებზეც, რაც არის სხვადასხვა ქვეყანაში მიღებული და ა.შ. ქართველი ხალხის მოტყუება შეუძლებელია, მით უმეტეს დღეს.
აქედან გამომდინარე, გამჭვირვალობის პრინციპი რომ ავიღოთ, გამჭვირვალობის პრინციპზე არის საუბარი, რომ ევროპის ქვეყნებში აუცილებელი სტანდარტია, რომელიც უნდა იყოს დაცული, მაგრამ იგივე პირები საქართველოზე ამბობენ, რომ ჩვენთან გამჭვირვალობის პრინციპი არ შეიძლება.
ავიღოთ კანონის უზენაესობა, ეს ადამიანები ამბობენ, რომ კანონის უზენაესობა აუცილებელია, რომ საკუთარ ქვეყნებში, მაგრამ საქართველოში კანონის უზენაესობა არ უნდა იყოს და პირდაპირ შერჩევითი სამართლის დამკვიდრებისკენ მოგვიწოდებენ. სიძულვილის ენაზე და სიძულვილის კამპანიაზე ამბობენ, რომ ევროპის ქვეყნებში არ უნდა იყოს, მაგრამ საქართველოში ახალისებენ, აფინანსებენ. დღეს 200-მდე საცხოვრებელი სახლი გაიჩხრიკა გერმანიაში სიძულვილის ენის შეკავების კამპანიის ფარგლებში. ეს გასაგებია, იმიტომ, რომ სიძულვილის ენა, მით უმეტეს კიბერ სიძულვილის კამპანიები ძალიან დიდი მასშტაბებს აღწევს დღეს და ამასთან ბრძოლა გამოწვევაა ყველა იმ საზოგადოებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ცილისწამება, ბულინგი და სიძულვილი არ დაკანონდეს. მაგრამ აქ ცალკეული პირები მაგ ყველაფერს, პირიქით, ახალისებენ. როდესაც გვეუბნებიან შავზე თეთრიაო, რა თქმა უნდა, ამას ჩვენი საზოგადოება დაიჯერებს,“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.