იურისტი განმარტავს, ვინ გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან
1761941375
 
                                                                უდიდესი დეველოპერული კომპანიის, EMAAR ჯგუფის საინვესტიციო პროექტი საამაყოა იმითაც, რომ დაეხმარება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქალაქთან ახლოს გაჩნდება, განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, სწორად განხორციელებული პროექტი, რაც ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატების შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ ხელშეკრულების გაფორმებამდე ძალიან ნეგატიური კამპანია მიმდინარეობდა კონკრეტული ჯგუფებისა და ტელეკომპანიების მხრიდან.
„ეს საინვესტიციო პროექტი უპრეცედენტოა. გვახსოვს, ჯერ კიდევ შეთანხმების ხელმოწერამდე, როდესაც ჯერ არ იყო გადაწყვეტილი მოხდებოდა თუ არა მსოფლიოში ამ უდიდესი დეველოპერული კომპანიის შემოსვლა საქართველოში, როგორი ნეგატიური კამპანია ხორციელდებოდა. აღარ დავიწყებ იმის ახსნას, თუ ვისგან და ვინ იყვნენ ის სპიკერები და რა იყო მათი ძირითადი მესიჯები, თითქოს ეს იყო შეუძლებელი, რომ მსოფლიოს უდიდესი კომპანია შემოსულიყო საქართველოში, გვადანაშაულებდნენ ტყუილში, თითქოს არასწორ ინფორმაციას ვავრცელებდით. როდესაც პრემიერს ვახლდი ოფიციალური ვიზიტისას საამიროებში და მაშინ აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელობასთან პირველი შეხვედრა მოხდა, მახსოვს როგორი მესიჯები ჟღერდებოდა კონკრეტულ ტელევიზიებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, არანაირი საფრთხე ამ პროექტის განხორციელებიდან გამომდინარე ქვეყანას არ შეექმნება, რადგან სახელმწიფოში მოქმედებს კანონები და კონსტიტუცია.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კომპანია შემოდის საქართველოში და ახორციელებს ექვსი მილიარდის ოდენობის ინვესტიციას. არანაირი საფრთხე არ არსებობს, რადგან ქვეყანაში გვაქვს კანონები და კონსტიტუცია, რომელიც ამ ქვეყანას იცავს.
რაც შეეხება უსაფრთხოებას, ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან და ყოველთვის იქნება დაცული ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. პროექტს, რაც შეეხება, დაახლოებით, სამი მლრდ. დოლარის ოდენობის ინვესტიცია თბილისთან ახლოს განხორციელდება, ხოლო პროექტის შინაარსთან დაკავშირებით ძალიან მალე იქნება პრეზენტაცია. აქ დასამალი არაფერია. მე არ მახსოვს ამ მასშტაბის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ქვეყანაში როდის განხორციელდა – არასდროს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.