„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
გიორგი გამსახურდია იხსენებს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ორი ებრაელი ბიზნესმენის დაკავების ამბავს, რომელთა შეწყალებაც იმჟამინდელმა ისრაელის პრეზიდენტმა სთხოვა საქართველოს პრეზიდენტს, მიხელ სააკაშვილმა პრესკონფერენცია მოიწვია და საჯაროდ თქვა, რომ მას ისრაელის პრეზიდენტმა დაურეკა მან კი არ შეიწყალა და მისი თხოვნა არ გაითვალისწინა.
გამსახურდია „ნაციონალურ მოძრაობას“ ანტისემიტურ ძალას უწოდებს და აცხადებს, რომ ახლა სწორედ ეს ნაძირალები გამოდიან და ისრაელელ ხალხს, ძმობას ეფიცებიან. „ პოლონური ყოველკვირეულის, "ვპროსტის" ფურცლებზე, 1992 წელს, მიშა ზვიადს კავკასიელ ჰუსეინს რომ ეძახდა, იმ პერიოდში, მისმა პოლიტიკურმა მამებმა, პუტჩისტებმა ჩამოიტყუეს ორი ისრაელელი ბიზნესმენი, რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი. მოაწერინეს მოტყუებით ხელი რაღაც აბსურდულ ხელშეკრულებაზე და სავარაუდოდ რაღაც ფინანსური საეგებელი ნახეს. მერე უკვე მიშას ზეობის ხანაში ამ ორმა ბიზნესმენმა, თავიანთი დადებული ხელშეკრულების ბედის მოკითხვა დააპირეს და საქართველოს ეწვიენ. ნუ თავისთავად, მისმა "სამართლიანმა" სასამართლომ და პროკურატურამ ეს ორი ადამიანი კორუფციის ბრალდებით დააკავა და საკმაოდ მაღალი სასჯელი მიუსაჯა.
მაშინდელმა ისრაელის პრეზიდენტმა, შიმონ პერესმა დაურეკა ამ ვიგინდარას და ამ ორი ადამიანის შეწყალება თხოვა. ამ მანიაკმა კიდევ, პრესკონფერენცია მოიწვია და საჯაროდ თქვა,რომ რა მაგარი ბიჭია, პერესმა დაურეკა და ამან არ შეიწყალა და არ გაითვალისწინა. ეხლა ეს ნაძირლები გამოდიან და ისრაელელ ხალხს, ძმობას ეფიცებიან... ამათზე ანტისემიტი პოლიტიკური ძალა არც კი მახსოვს ქართულ პოლიტიკაში“,-წერს გიორგი გამსახურდია.