ირანის უკანასკნელი შაჰის შვილმა ირანელებს აჯანყებისკენ მოუწოდა

ჯნ

 ირანის უკანასკნელი შაჰის შვილი რეზა ფეჰლევიმ ირანელებს ამბოხებისა და რეჟიმის დამხობისკენ მოუწოდებს. მან ირანის მმართველობა ქვეყნის სიმდიდრის გაძარცვასა და სახსრების ბირთვული პროგრამისთვის გამოყენებისთვის დაადანაშაულა.

„შესაძლოა სწორედ ახლაა მომენტი, როდესაც რეჟიმის დამხობა შეიძლება. ის დასუსტებულია. ირანთან მიმდინარე კრიზისის მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს - ირანელ ხალხს დავეხმაროთ იმ რეჟიმის დამხობაში, რომელსაც მთელი ქვეყანა მძევლად ჰყავს აყვანილი. ისლამურმა რესპუბლიკამ ირანის სიმდიდრე გაძარცვა არა ჩვენი ქვეყნის სამსახურში, არამედ ასობით მილიარდი დოლარით გამდიდრებისა და ფარულ ბირთვულ პროგრამაზე დახარჯვის მიზნით, რითაც ირანი ომში ჩაითრია. ხამენეი და მისი მოკავშირეები კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ მათი ნდობა არ შეიძლება. ისინი არ არიან ღირსეული პარტნიორები მოლაპარაკებებში“, - განაცხადა რეზა ფეჰლევიმ.

ისრაელმა და ირანმა ერთმანეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელება 13 ივნისს დაიწყეს. ისრაელელმა სამხედროებმა ირანზე თავდასხმა ქვეყნის ბირთვული პროგრამის განადგურების მიზნით დაიწყეს, რის შემდეგაც ირანმა საპასუხო დარტყმების განხორციელება დაიწყო.