არასოდეს გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ნახეთ მიზეზი
1747243405
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აშოტ სმბატიანს შეხვდა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„შეხვედრაზე მიმოვიხილეთ ქართულ-სომხური ურთიერთობები, ის წარმატებები, რაც ორივე სახელმწიფოს გვაქვს. შევთანხმდით, რომ უფრო მჭიდრო ურთიერთობა გვექნება, მათ შორის, სავაჭრო მიმართულებით. დიასპორასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, რომ მეტი კომუნიკაციაა საჭირო. ჩვენც ვართ მიწვეული სომხეთში. ასეთი ურთიერთობები მისასალმებელია და კიდევ ერთხელ ცხადყოფს სომეხი და ქართველი ხალხის დიდ ისტორიულ მეგობრობას“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.