ირაკლი კობახიძე: უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილე მთავრობათაშორისი სამიტის მნიშვნელობაზე და გამოვხატე მტკიცე რწმენა, რომ აღნიშნული შეხვედრა უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას

კობახიძე

"ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ლასლო კოვერთან, შინაარსიანი და ნაყოფიერი განხილვა შედგა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობები, რომელიც მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული.

"ხაზგასმით აღვნიშნეთ ჩვენი ურთიერთობების განსაკუთრებული ხასიათი, რომელიც მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული. კიდევ ერთხელ გავამახვილე ყურადღება მთავრობათაშორისი სამიტის მნიშვნელობაზე და გამოვხატე მტკიცე რწმენა, რომ აღნიშნული შეხვედრა კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.