ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას არ ჰყავს ქარიზმატული ფიგურები, ამის გამოა, რომ ურეიტინგო პოლიტიკოსებს ხან ერთ დავალებას აძლევენ გარედან, ხან მეორეს, მათი ინიციატივები ვერ იქნება წარმატებული

ირაკლი კობახიძე

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც აქვს ოპოზიციას არის ის, რომ მათ არ ჰყავთ არცერთი რეიტინგული და ქარიზმატული ფიგურა, არცერთი ასეთი პოლიტიკოსი არ არის ოპოზიციაში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ამის გამოა, რომ ურეიტინგო პოლიტიკოსებს, ხან ერთ დავალებას აძლევენ გარედან, ხან მეორეს.

იმ პირობებში, როდესაც აქვთ სერიოზული კრიზისი, მათ შორის, პერსონალურ დონეზე, ვერცერთი მათი ინიციატივა ვერ იქნება წარმატებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.