ირაკლი ბენდელიანს სხვა მისამართზე აქვს შეძენილი ბინა, ისიც ბანკის სესხით - კახა კალაძე

კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სინამდვილეს არ შეესაბამება ბრალდება იმასთან დაკავშირებით, თითქოს მის მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს ტვერელის ეკლესიის წინ აშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად აქვს შეძენილი.

ამის შესახებ კალაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "დებატებში" განაცხადა, სადაც პოლიტიკოს ნიკა ობოლაძის შესაბამის ბრალდებას უპასუხა.

"ირაკლი ბენდელიანზე დამისვით კითხვა და ახლა მომწერა მან: 2011 წელს აქვს ნაყიდი 55 კვ მეტრი ფართის ბინა, ისიც ბანკის სესხით, სხვა მისამართზე. ასევე 2016 წელს ააქვს შეძენილი ბინა ტაბიძის 49 ნომერში, რომლის ბანკის სესხს დღესაც იხდის.

ამიტომ ვამბობ, რომ არ უნდა დაეყრდნოთ ამ ტიპის ინფორმაციებს, რომელიც ძირითადად ტყუილია“, - ამბობს მერი.