„მოსალოდნელია თოვლი, ტემპერატურა -7°-მდე დაეცემა...“ - ამინდი უარესდება
1761767088
ტექნიკური პროცედურები დასრულებულია - სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს პერიოდში შევა. სარჩელზე არსებული ხელმოწერების ავთენტურობა პარლამენტმა გუშინ დაადასტურა, რითაც 88 დეპუტატს სასამართლოში სარჩელის წარდგენის უფლება ოფიციალურად მიეცა.
"ნაციონალური მოძრაობის", "ახალისა" და ლელოს" არაკონსტიტუციურად გამოცხადების საკითხი სასამართლომ წარმოებაში მიღებიდან 9 თვის ვადაში უნდა გადაწყვიტოს.
"პრაქტიკულად, ისტორიული პოლიტიკური პროცესი დაიწყო, რომელიც, იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილებით დასრულდება და, ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში აიკრძალება ისეთი პოლიტიკური პარტიების ფუნქციონირება, რომლებმაც არამხოლოდ მმართველობის, არამედ ოპოზიციაში ყოფნის დროსაც ძირი გამოუთხარეს საკუთარ სამშობლოს, როგორც ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, ისე ადამიანის უფლებების დარღვევისა და სხვადასხვა მავნე პოლიტიკური პროცესის წამოწყების კუთხით," - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.