წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1771307380
საქართველოს პრეზიდენტს დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ელოდებიან. მიხეილ ყაველაშვილი სესიაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოვა.
რეგლამენტის მიხედვით, ამ დღეს სხდომაზე სხვა საკითხები არ განიხილება. პრეზიდენტის შემდეგ, სიტყვით ისარგებლებენ ფრაქციების თავმჯდომარეები, ბოლოს კი დასკვნით სიტყვას ისევ მიხეილ ყაველაშვილი იტყვის.
ოპოზიციაში პრეზიდენტის მოხსენებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოლოდინები არ აქვთ. მმართველი გუნდში კი ამბობენ, რომ დღევანდელ რეალობაში საკმაოდ ბევრი აქტუალური თემაა - როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით.
პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, ისინი ისარგებლებენ პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული შესაძლებლობით და მოსმენაზე პოლიტიკურ შეფასებას გააკეთებენ.
"იმ ვითარებაში, როდესაც პრეზიდენტს არანაირი ფუნქცია არ აქვს, განსაკუთრებული მოლოდინები არ გვაქვს. მაგრამ ვისარგებლებთ პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ შესაძლებლობით და ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარე გამოვა სიტყვით და გავაკეთებთ პოლიტიკურ შეფასებას", - განაცხადა გიორგი შარაშიძე.