ბრაკონიერობის ფაქტი მტკვარზე - ელექტროიარაღის გამოყენებით, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს 61 კგ. თევზი

თევზი

 ბრაკონიერობის ფაქტი სამცხე-ჯავახეთში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, ასპინძის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინა.

სოფელ რუსთავის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, მოქალაქეებმა, ელექტროიარაღის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის 61 კგ. თევზი.

ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, შესაბამისად, ფაქტზე დაიწყო გამოძიება.