ამერიკელი ფიზიკოსი ამტკიცებს, რომ ღმერთის ადგილსამყოფელს მიაგნო
1771273872
საერთაშორისო SEO პლატფორმა Ahrefs-ის გლობალურ დირექტორიაში ქვეყნების ჩამონათვალს საქართველოც დაემატა.
აღნიშნული ცვლილება მას შემდეგ განხორციელდა, რაც ქართულმა SEO სააგენტო „ალპაკამ“ (Alpaca) პლატფორმაზე რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის პროცესი წარმატებით გაიარა. აქამდე აღნიშნულ ბაზაში საქართველო, როგორც ლოკაცია, წარმოდგენილი არ იყო.
ამ ეტაპზე „ალპაკა“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც Ahrefs-ის მიერ ვერიფიცირებული სააგენტოების სიაში ფიქსირდება. რეგისტრაციის შედეგად, კომპანიამ პლატფორმიდან შესაბამისი ავტორიტეტული Nofollow ბექლინკიც მიიღო.
დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://ahrefs.com/agencies/georgia
Ahrefs-ის სააგენტოების სია გლობალურ რესურსს წარმოადგენს, რომელიც დამკვეთებს სანდო და გამოცდილი პარტნიორების მოძიებაში ეხმარება. საქართველოს გამოჩენა ამ სიაში მნიშვნელოვანია ადგილობრივი SEO სექტორის საერთაშორისო ციფრულ რუკაზე პოზიციონირებისთვის.