რა ემართება თქვენს არტერიულ წნევას ყავის დალევის შემდეგ
1750681080
„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები უვიზო მიმოსვლის მიღების დროს ხმას ოფიციალურად არ აძლევდნენ ქართველი ხალხისთვის ამ სიკეთის მიცემას და ახლა როცა ეს სიკეთე აქვს ქართველ ხალხს, ნაცმოძრაობა წართმევას ცდილობს, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, მათ ამაში მათი უცხოელი პატრონები ეხმარებიან.
„ახლა შეთანხმება ვერ მოხდა, რადგან ევროპაშიც არის დარჩენილი ის ხალხი, ვინც ევროპულ ღირებულებებს პატივს სცემს. ევროპული ღირებულებაა, რომ სიმართლეს ემსახურონ. ეს გადაწყვეტილება ამიტომაც ვერ მიიღეს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე სანქციებსა და ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე ისაუბრეს. საკითხზე გუშინ შეთანხმება ვერ შედგა.