“თვითმფრინავში მქონდა ხილვა…” - გოგა მანიას წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა
1749805299
ვხედავთ, რომ ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხე არის ძალიან რეალური და მზარდი. არსებობს სახელმწიფოთა მთელი ჯგუფი, რომელიც ძალიან სერიოზულად განიხილავს ამ საკითხის დაყენებას და ვისმენთ, რომ ეს არის პასუხი იმ ავტორიტარიზმზე, რაც დღეს ტრიალებს საქართველოში, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
გეგელიას თქმით, პასუხისმგებლობა კონკრეტულად არის „ქართულ ოცნებაზე“, რომლის ხელისუფლებაც არაფერს აკეთებს, რათა ცვლილების კურსი შესთავაზოს ან ქართულ საზოგადოებას, ან ევროპელ მეგობრებს.
„ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართული ოცნების“ ბოროტმოქმედ რეჟიმს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა როგორც ერმა, დავკარგოთ ის პრივილეგია და ფუფუნება, რასაც წარმოადგენს ვიზალიბერალიზაცია. პასუხისმგებლობა კონკრეტულად „ქართულ ოცნებაზეა“, რომლის ხელისუფლებაც არაფერს აკეთებს, რათა ცვლილების კურსი შესთავაზოს ან ქართულ საზოგადოებას, ან ევროპელ მეგობრებს. ნაცვლად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ შეეცადოს, საქართველომ არ დაკარგოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, პირიქით ყველაფერს აკეთებს, რათა ვითარება, ურთიერთობებიც გაუარესდეს და რაც შეიძლება მალე, მილიონობით ქართველმა დავკარგოთ ის უკიდურესად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ძალიან ბევრ ჩვენგანს ანიჭებს საშუალებას, იმგზავროს ევროკავშირის მასშტაბით, აწარმოოს საქმიანი ურთიერთობები, მეგობრობა, ნახოს ახლობლები, ემიგრაციაში მყოფი ოჯახის წევრები. ამას გვართმევს „ქართული ოცნება“ საკუთარი ქმედებებით მიზანმიმართულად“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.