„მშვიდობით, ჩემო მეგობარო...“ - რას წერს შორენა ბეგაშვილი
1747856125
სახელმწიფო არსებობს, სახელმწიფო თავისი საზოგადოების ინტერესებს იცავს და დესტაბილიზაციას არანაირად არ დაუშვებს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციის რადიკალურ და ძალადობრივ გეგმებს.
„გედი ფოფხაძე გამოვა თუ ლევან ხაბეიშვილი და თავისი კუნთების თამაშს დაიწყებენ, რასაკვირველია, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სახელმწიფო არსებობს, სახელმწიფო თავისი საზოგადოების ინტერესებს იცავს და დესტაბილიზაციას არანაირად არ დაუშვებს. ვერ მოესწრებიან იმას, რომ სისხლი დაიღვრება, რასაც ასე აშკარად ლობირებენ ეს კონკრეტული პირები, მარიონეტები და ლობირებენ სამწუხაროდ, გარე მოთამაშეები, რომლებიც აფინანსებენ და პოლიტიკურ მხარდაჭერას არ იშურებენ”, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
რადიკალური ოპოზიცია კი 26 მაისს პროვოკაციების მოწყობას აანონსებს. ეროვნული დღესასწაულის წინ ოპოზიციის წარმომადგენლები მსხვერპლსა და შესაძლო დაპირისპირებაზე საუბრობენ.
„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელმა მდივანმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ რადიკალიზაციის მომხრეა და უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება. ფოფხაძემ ასევე ისაუბრა 26 მაისის რადიკალიზაციის დროს შესაძლო მსხვერპლზე.
ფიზიკური დაპირისპირების აუცილებლობაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილიც.