„ტრაგედიაზე მეტი...“ - Adrenaline-ს გუნდი ნიკოლოზ ფალიანის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
1747913557
კაცს, რომელიც ყოფილზე ცოლზე და შვილებზე სისტემატურად ძალადობდა სასამართლომ 20 000 ლარის გადახდა დააკისრა.
ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველოსთვის“ ავრცელებს, რომელიც საქმეში დაზარალებულის უფლებებს იცავდა.
„კიდევ ერთი წარმატებული საქმე ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების დასაცავად „უფლებები საქართველომ“ ძალადობის მსხვერპლი ქალისა და მისი არასრულწლოვანი შვილების სამართლებრივი დახმარების სამწლიან, მრავალკომპონენტიან პროცესში მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა „უფლებები საქართველოს“ იურისტების მიერ წარდგენილი სარჩელი და მოძალადეს, ყოფილი ცოლისა და შვილებისთვის სისტემატური ძალადობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, ჯამში 20 000 ლარის გადახდის ვალდებულება დააკისრა.
„უფლებები საქართველო“ ძალადობის მსხვერპლი ქალისა და მისი არასრულწლოვანი შვილების საქმეში 2022 წელს ჩაერთო და მათ უფლებებს რამდენიმე მიმართულებით - სისხლის და სამოქალაქო სამართლის საქმეებზე - იცავდა. აღნიშნული გულისხმობდა სამართლებრივ წარმომადგენლობას როგორც განხორციელებული ძალადობის და მსხვერპლი ქალის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების, ისე განქორწინების და მოძალადისთვის ალიმენტის დაკისრების საქმეებში. ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საქმეზე ორგანიზაციამ სამართალწარმოება 2024 წლის ოქტომბრიდან დაიწყო“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.