,,მშვიდობით, ჩემპიონო...“ - ახალგაზრდა სპორტსმენი ტრაგიკულად დაიღუპა
1780516173
სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ, უადგილოა და ყოველგვარ სერიოზულობას არის მოკლებული, - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივან, მარკო რუბიოს განცხადებასთან დაკავშირებით რადიკალების სპეკულაციებს.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მარკო რუბიომ თქვა, რომ ტრაექტორია შესაცვლელია ორმხრივ ურთიერთობაში და ამით ყველაფერია ნათქვამი.
„ყველამ თავის მხარეს არ უნდა გადაქაჩოს საბანი, დავანებოთ ყველაფერს თავი, ამ პოლიტიკურ კინკლაობას. აი, კინკლაობა ეს არის, რასაც ისინი ცდილობენ, რომ განავითარონ. რეალობაში თქვა, [რუბიომ]რომ ტრაექტორია შესაცვლელია ორმხრივ ურთიერთობაში და ამით ყველაფერია ნათქვამი. სერიოზული დამატებაა იმ განცხადებაზე, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაქვეყნა“, - აღნიშნა მან.