გიორგი ვოლსკი 26 მაისს ოპოზიციის მობილიზებაზე: მგონია, რომ ვიხილავთ ხმალამოწვდილ ლევან ხაბეიშვილს და გედი ფოფხაძეს. ოპოზიცია ცდილობს შექმნას ისეთი გარემო, სადაც სისხლი დაიღვრება

გიორგი ვოლსკი

მგონია, რომ ვიხილავთ ხმალამოწვდილ ლევან ხაბეიშვილს და გედი ფოფხაძეს, რომ სისხლი დაიღვაროს ამ ქვეყანაში. ისინი ცდილობენ შექმნან ისეთი გარემო, სადაც სისხლი დაიღვრება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ 26 მაისთან დაკავშირებით ოპოზიციის მზადებაზე.

„მგონია, რომ ვიხილავთ ხმალამოწვდილ ლევან ხაბეიშვილს და გედი ფოფხაძეს, რომ სისხლი დაიღვაროს ამ ქვეყანაში. ისინი [ოპოზიცია] ცდილობენ შექმნან ისეთი გარემო, სადაც სისხლი დაიღვრება. დაღვრილი სისხლი მათ საშუალებას მისცემს, მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში და შეასრულონ ის ამოცანა, რასაც ჰქვია საქართველოს გახვევა იმ სერიოზულ პრობლემებში, რაც დღეს მსოფლიოს უდგას. გლობალური ფრონტის ერთ-ერთ ფრთად უნდა იქცეს საქართველო, რომელიც გლობალურ დაპირისპირებაში არსებობს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.