უმძიმესი ავარიის ახალი დეტალები - დაღუპულია სამი ადამიანი
1750314031
გიორგი გვარაკიძე საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად აირჩია. გენპროკურორის პირველ მოადგილეს ხმა საბჭოს 10-მა წევრმა მისცა. კენჭისყრამდე, გვარაკიძემ სხდომაზე შეკრებილებს მოხსენებით მიმართა. აქცენტი სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გაკეთდა; უპასუხა დასმულ შეკითხვებს.
გიორგი გვარაკიძეს, ახალ პოსტზე საბოლოოდ დასამტკიცებლად, პარლამენტის თანხმობა სჭირდება.
"საპროკურორო საბჭოს სხდომაზე, საპროკურორო საბჭოს წევრებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გვარაკიძეს. მისი კანდიდატურა, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე არჩევის მიზნით, კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება საქართველოს პარლამენტს" - აცხადებს საპროკურორო საბჭოს წევრი ზვიად გუბელაძე.