ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1761677155
არ არსებობს სამართლებრივი ან პოლიტიკური საფუძველი, რომ საქართველოსთან მიმართებით დღის წესრიგში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დადგეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ 4 ნოემბერს ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით განაცხადა.
გაბუნიას თქმით, ამ ყველაფრის მიზანია, ქართველი ხალხი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო დაისაჯოს.
„მათ მიერ წამოწყებული მსჯელობა მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ქართველი ხალხის დასჯა მოხდეს. დღემდე, საქართველო აღებულ ვალდებულებებს ასრულებს და ამ მიმართულებით კითხვები არ არსებობს. სხვა დანარჩენს დაველოდოთ. რაც შეეხება სანქციებს, ამ მიმართულებით კონკრეტული ქვეყნების აქტიურობა მათ პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნების. მათ კონკრეტული ამოცანა ჰქონდათ, რაც უკრაინაში მიმდინარე ომთან არის დაკავშირებული. საქართველოს ხელისუფლებამ ის არ დაუშვა, რაც მათი სურვილი იყო, ქვეყანაში მომხდარიყო. საქართველოს ხელისუფლება ნაკისრ ვალდებულებებს პირნათლად და მტკიცედ ასრულებს. ამ მიმართულებით კითხვები არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირში პრაგმატული პოლიტიკა გაიმარჯვებს“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.