ტრამპი: ეროვნული გვარდია ლოს-ანჯელესში მანამდე დარჩება, სანამ ვითარება უსაფრთხო არ გახდება
1749625511
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა ჰყავს. მინისტრი საკმაოდ კომპეტენტურია იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები თავად მიიღოს. რასაკვირველია, ამაზე არც პოლიტსაბჭოს და არც პარლამენტის გადაწყვეტილებები არ მოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, საკადრო გადაადგილებები ხდება, ვიღაც შეიძლება, სისტემიდან წავიდეს და ვიღაც – დარჩეს.
„რას ჰქვია წმენდა? ლაპარაკობდნენ, რომ საპატრულო დეპარტამენტის დირექტორი თანამდებობიდან წავიდაო და აღმოჩნდა, რომ თურმე ის თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსად არის დანიშნული. ასევე დაწინაურებულია თეიმურაზ კუპატაძე. გადაადგილებები ხდება, ვიღაც შეიძლება, სისტემიდან წავიდეს და ვიღაც – დარჩეს.
რაც შეეხება კონკრეტულად ზვიად ხარაზიშვილს, უნდა გავიხსენოთ, ვის უპირისპირდებოდა და აქციებიდან ვინ უპირისპირდებოდა იმ ქვედანაყოფს, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა. აქ რევოლუციური პროცესის განვითარების და სახელმწიფოს მმართველობის, კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობის აშკარა მცდელობა იყო. ის ამას თუ დაუპირისპირდა თავისი ქვედანაყოფით, იმას არ ნიშნავს, რომ იგი თავისი პირადი მოსაზრებებით მოქმედებდა. ზოგადად, საკმაოდ მძიმეა დაპირისპირება. ხედავთ, რა ხდება ლოს ანჯელესში, გერმანიაში, საფრანგეთში – სხვადასხვა ქვეყანაში. როდესაც მომიტინგეები პოლიციას უპირისპირდებიან, იქ საკმაოდ არასასურველი ფაქტები ხდება. ეს რეალობაა, მაგრამ სამწუხაროა, რომ საქართველოში ამ ფაქტებს წინ კონსპირაციული გეგმა უძღოდა, რომელიც შეჯახებების გარდაუვალობას განაპირობებდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.