ინდოეთში ავიაკატასტროფის დროს ერთი მგზავრი გადარჩა - ახალი დეტალები
1749738363
ეროვნული გვარდიის ნაწილები ლოს-ანჯელესში მანამდე დარჩება, სანამ ვითარება უსაფრთხო არ გახდება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ლოს-ანჯელესში მიმდინარე საპროტესტო აქციები ამბოხია, შესაბამის კანონს აამოქმედებს.
„გუშინდელი ღამე საშინელი იყო. წინა ღამეც საშინელი იყო. ადამიანები დიდი, მძიმე ჩაქუჩებით ურტყამდნენ ბეტონსა და ბორდიურებს; ურტყამდნენ, ამტვრევდნენ და ხალხს აძლევდნენ ბეტონის დიდ ნაჭრებს. ისინი იღებდნენ ამ ბეტონს, ადიოდნენ ხიდებზე და ყრიდნენ მანქანის სახურავებზე. ისინი ესროდნენ ჩვენს პოლიციას. ისინი ესროდნენ ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც იქ არიან და ჩვენ ეს შევაჩერეთ. ახლა ისინი დაკავებული გვყავს. თუ დადგინდება, რომ ეს ამბოხია, აუცილებლად ვიმოქმედებ. შემიძლია, გითხრათ, რომ ლოს-ანჯელესში იყო გარკვეული რაიონები, სადაც, შეიძლება ითქვას, რომ ეს ხდებოდა. ეს საშინელება იყო, მაგრამ მათ ამისთვის ფულს უხდიდნენ. ესენი იყვნენ ანაზღაურებადი ამბოხებულები. ისინი ამაში ფულს იღებდნენ“, - თქვა ტრამპმა.