ინდოეთში ავიაკატასტროფის დროს ერთი მგზავრი გადარჩა - ახალი დეტალები
1749738363
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩი ეყოლება. აგრემანი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციისგან ტალიაშვილმა მიიღო, სწორედ ამაზე მეტყველებს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, ეს იმას გულისხმობს, რომ საელჩოს უკვე მაღალ დონეზე ექნება სრული მზაობა და მუშაობის მაღალი ტემპი, რათა საქართველოს-ამერიკას შორის ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს და ამაზე მეტყველებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის გამოხმაურებებიდან, წერილიდან და მოლოცვიდან, რომელიც პრეზიდენტმა ყაველაშვილმა მიიღო.
„მზად ვართ, ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობაში ბევრად მეტი გავაკეთოთ, ვიდრე ეს დღემდე იყო. ეს ურთიერთობა უნდა იყოს ნამდვილი, რეალური, გაწერილი და გზამკვლევი ისე, რომ ორივე ერმა და ქვეყანამ სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით ნამდვილად მიიღოს არა მხოლოდ ურთიერთმხარდაჭერა, არამედ ის სიკეთეები, რაც ამ ურთიერთობას მოჰყვება. ბუნებრივია, ამისთვის საქართველოს ახალი ელჩი, აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.