წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1771307380
გიორგი ვოლსკი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის მაიკ ბენცის მიერ 2024 წლის პროტესტების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, ბენცის განცხადებები ადასტურებს იმ პოზიციას, რაზეც საქართველოს ხელისუფლება წლებია ლაპარაკობს.
„გამჟღავნდა ის რეალობა, რაზეც ჩვენ ინტენსიურად ვსაუბრობდით. მეტიც, ამ რეალობის შესახებ საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ დაიწყო და დაასახელა კიდევაც ის თანხები, რაც საქართველოში დესტაბილიზაციისთვის იხარჯებოდა. ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო სწორედაც „რუსული კანონის“ შესახებ გარკვეული პოლიტიკური, პროპაგანდისტული პოზიციის ჩამოყალიბება, რომელსაც სათავეში ამერიკის შეერთებული შტატების იმ პერიოდის მაღალი დონის წარმომადგენლები ედგნენ. არანაკლებ აქტიურები და აგრესიულები იყვნენ ევროპელი წარმომადგენლებიც“, - აღნიშნავს ვოლსკი.
როგორც ბენცმა აღნიშნა, 2024 წელს „უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ აქციებში ჩართული ადამიანები აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პერიოდში, მათ შორის USAID-ისა და NED-ის მეშვეობით ფინანსდებოდნენ. მისივე განმარტებით აშშ-ის ინტერესებში შედის, რომ სხვა ქვეყნებმა არ იცოდნენ, ვინ ფინანსდება აღნიშნული სტრუქტურების მიერ, რათა მათ შეუფერხებლად შეძლონ ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენა. ბენცი ასევე საუბრობს ორმაგ სტანდარტზე“ და აღნიშნავს, რომ მაშინ როცა ამერიკაში წლებია მოქმედებს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის კანონი, ვაშინგტონი სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, მსგავსი კანონმდებლობის მიღებას აკრიტიკებს.