საქართველოს საბანკო ასოციაცია მოქალაქეებს აფრთხილებს
1752579824
რამდენად სწორად იყო მართული რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლის ოპერაცია, რომლის დროსაც შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იყო?! გახარიას გუნდში ამბობენ, რომ გამოძიების 6 წლის შემდეგ დაწყება აბსურდული და აზრს მოკლებულია.
უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ობიექტურად ასახავს 20 ივნისის მოვლენებს და ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს კითხვებს საგამოძიებო ექსპერიმენტით პასუხობს.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 20 ივნისის ღამეს არ დარღვეულა შეკრება-მანიფესტაციების შესახებ კანონი, რადგან აქციამ აგრესიული ხასიათი მიიღო, თუმცა კითხვები გაჩნდა ძალის გამოყენების პროპორციულობასთან დაკავშირებით.
“იქ იყო შენიშვნა და დამატებით გამოძიებას სთხოვდა სახელმწიფოს იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულად ეს აქციის დაშლის პროცესი რამდენად რელევანტურად იყო დაგეგმილი და ძალის გამოყენების კომპონენტი რამდენად რელევანტური იყო. ამიტომ, აქ მთლიანობაში საქართველოს კანონმდებლობა და პრაქტიკა დადებითად არის და სტანდარტის შესაბამისობაშია შეფასებული. საუბარი იყო კონკრეტულად ამ ეპიზოდის გარშემო დამატებითი გამოძიების ჩატარებაში, რაც დღეს ხორციელდება პროკურატურის მიერ“, - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.