ამ მისამართზე წყალი 9 საათით შეწყდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებს
1752600133
ავსტრალიაში, 21 წლის ბიჭი „სასიკვდილო ნახტომის” შესრულებას და მსოფლიო რეკორდის დამყარებას გეგმავდა, თუმცა კატასტროფით დასრულდა.
ვალი გრეჰემმა, 42.5 მეტრის სიმაღლის “მინეჰაჰას” ჩანჩქერიდან გადახტომის შემდეგ, თავის ქალის მოტეხილობა მიიღო და ორი უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა. ახალგაზრდა რეაბილიტაციას გადის.
კასკადიორს ჩანჩქერის ძირში დამკვირვებელთა ჯგუფი ელოდებოდა, რომლებმაც ის წყლიდან ამოიყვანეს.
ახალგაზრდა მამაკაცი წყალშივე მოვიდა გონს და მაშველების დახმარებით ნაპირზე გასვლა შეძლო. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მას სასწრაფო ოპერაციები ჩაუტარდა.