1762539220
ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის მულტივიზების გაცემას წყვეტს
ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეებზე მულტივიზები აღარ გასცეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ამ მომენტიდან რუსეთის მოქალაქეები მულტივიზებს ვეღარ მიიღებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეებს მოუწევთ ვიზის აღება ყოველ ჯერზე, როცა ისინი ევროკავშირში გამგზავრებას გადაწყვეტენ“, - ციტირებს მედია ევროკომისიის წარმომადგენელს მარკუს ლამერტს.
როგორც რუსული მედია წერს, მულტივიზები, რომლებიც უკვე გაცემულია რუსეთის მოქალაქეებზე, არ გაუქმდება.
ევროკომისიაში აგრეთვე განაცხადეს, რომ გამონაკლისის სახით, მულტივიზებს გასცემენ რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომელთა ოჯახის წევრი ევროკავშირში ცხოვრობს, აგრეთვე სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების მძღოლებზე, მემანქანეებზე, რომლებიც რეგულარულ რეისებს ასრულებენ.











