როდემდე გაგრძელდება საქართველოში მაღალი ტემპერატურა - გარემოს სააგენტოს განახლებული ამინდის პროგნოზი
1753964059
ჩვენ ადრეც გვისაუბრია, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად თავდასხმები კიდევ უფრო მეტად ინტენსიური გახდებოდა ხელისუფლებაზე, ქართულ საზოგადოებაზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე და ეს მართლაც ასეა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.
მისივე თქმით, ის ნაბიჯები, რომელიც იდგმება თუნდაც ბრიუსელიდან, შესაბამისი ევროსტრუქტურებიდან, ევრობიუროკრატიის მხრიდან აღნიშნულს კიდევ ერთხელ ადასტურებს.
„ერთადერთი სამუშაო გეგმა, რომელიც ახლა მათ მაგიდებზე დევს, ისევ და ისევ უკვშირდება იმას, რომ როგორმე მოახერხონ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია, საკუთრივ არჩევნების როგორმე ჩაშლა, რასაც კიდევ ერთხელ ხმამაღლა და დაბეჯითებით ვამბობთ, ისინი ვერ ეღირსებიან. ეს არის აბსოლუტურად მარცხისთვის განწირული მონახაზი, რომელიც შეიძლება ჰქონდეთ. თუმცა, აცნობიერებენ რა იმას, რომ აბსოლუტურად პოლიტიკურად გაკოტრებულები არიან და მათი პოლიტიკური რეიტინგი, ფაქტობრივად ნულის ნიშნულს გაუტოლდა, ერთადერთი რაც ახლა მათ შესაძლოა, რჩებოდეს, არის ის, რომ ისევ და ისევ იფიქრონ იმაზე, როგორ შეიძლება ეს არჩევნები მათ მიერ გამოყენებული იყოს და რაღაცნაირად მორიგი რევოლუციური პროცესი წამოიწყონ და ეს მუხტი შექმნან“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
მისივე თქმით, დღეს რადიკალური ჯგუფები ქუჩაში არიან დარჩენილი რამდენიმე ათეული მათი თანამოაზრის, იმიტირებული, თითიდან გამოწოვილი პროტესტის ამარა და საზოგადოების უდიდეს ნაწილს ძალიან კარგად ესმის, რა არჩევენი გაკეთდა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.