მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ძლიერი ქარი და სეტყვა - გაფრთხილება ამინდზე
1754077427
მზად ვარ, მერობის კანდიდატი ვიყო, არსად თავს არ დავზოგავ, თუ იქნება სხვა უფრო მაგარი, მებრძოლი კანდიდატი მხარში დავუდგები, სანაცვლოდ, არანაირი პოზიცია არ მაინტერესებს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
მისი თქმით, კახა კალაძეზე ათასჯერ უკეთესი მერი იქნებოდა.
„მარტივი ბრძოლა არ გველის. ძალიან უთანასწორო ბრძოლაში შევდივართ. კი, ჩვენ საარჩევნო ბრძოლაში შევდივართ. რაც შემეხება მე, თუ მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მზად ვარ, მერობის კანდიდატი ვიყო. არსად თავს არ დავზოგავ. კახა კალაძეზე ათასჯერ უკეთესი მერი ვიქნებოდი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
რაც შეეხება მისი კანდიდატურის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ პოზიციას, რომ შეთანხმება ნეიტრალურ კანდიდატზე უნდა მოხდეს, ალეკო ელისაშვილის თქმით, ამ მოსაზრებას მხარს უჭერს.
„არანაირი პოლიტიკური და თანამდებობრივი ამბიცია არ მაქვს. მერობის კანდიდატი ვინც არ უნდა იყოს, მასთან საათობით ვიჯდები და კვალიფიციურ ადამიანებთან ერთად დავუსაბუთებ, რომ ერთ წელიწადშია შესაძლებელი თბილისში საცობები საერთოდ არ იყოს. ჩემი კანდიდატურა განიხილება, მაგრამ, ასევე, განიხილება სხვა კანდიდატებიც. სხვა, უფრო მაგარი, უფრო მებრძოლი კანდიდატი თუ იქნება, ერთმნიშვნელოვნად დავუდგები მხარში, მხარში დგომის სანაცვლოდ, არანაირი პოზიცია არ მაინტერესებს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.