პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1749742138
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 125-ე შეხვედრა მიმდინარეობს.
მხარეები წინა შეხვედრიდან დღემდე გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ. ბოლო 2 თვეში მოქალაქეთა უკანონო დაკავების 5 ფაქტი მოხდა, ამ დროისთვის ცხინვალში უკანონო პატიმრობაში 10 მოქალაქე რჩება. ქართული მხარე მათ უპირობო გათავისუფლებას ითხოვს.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელებენ თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევებზე.
ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში ბოლო პერიოდში შვიდი ფაქტი დაფიქსირდა.