ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა - ბოლო ცნობები

ავიაკატატროფა ინდოეთში

ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში ავიაკატასტროფის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა.

ავიაკატასტროფის ადგილზე სამედიცინო კოლეჯის სტუდენტები ცხოვრობდნენ.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ავიაკატასტროფისას თვითმფრინავში მყოფი ერთი ადამიანი გადარჩა. 40 წლის ბრიტანეთის მოქალაქე აცხადებს, რომ აფრენიდან ოცდაათი წამის შემდეგ, ძლიერი ხმაური გაისმა და თვითმფრინავი ჩამოვარდა.

ავიაკომპანია Air India-ს კუთვნილი თვითმფრინავის ბორტზე 242 ადამიანი იმყოფებოდა. 230 მგზავრიდან 169 ინდოეთის მოქალაქე იყო, 53 – ბრიტანეთის, შვიდი – პორტუგალიის და ერთი – კანადის. 48 ადამიანი კი თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს დასახლებაში დაიღუპა.

Air India-ს თვითმფრინავი ბრიტანეთში მიფრინავდა. ეს Boeing 787-8 Dreamliner-ის პირველი შემთხვევაა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ მწუხარება გამოთქვა აჰმედაბადში ტრაგიკული შემთხვევის გამო, დაზარალებულებს სამძიმარი გამოუცხადა და დახმარება აღუთქვა.