1773690293
ეკა სეფაშვილი: როგორც ჩანს, გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონები ჩვენი ქვეყნის დამცავი ის ორი სამართლებრივი მექანიზმია, რომლებიც რეალურად აწუხებთ ევრობიუროკრატებს
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში გაგრძელებაა იმ დიდი საერთაშორისო ზეწოლისა, რომელიც საქართველოს მიმართ განსაკუთრებით 2022 წლის თებერვლიდან ხორციელდება, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.
მისი თქმით, „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორებს ქვეყანაში შექმნილი ობიექტური ინფორმაცია არ აინტერესებთ და მათი სურვილი იყო შეექმნათ დოკუმენტი, რომელიც იქნება სალაპარაკო თემა.
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში გაგრძელებაა იმ დიდი საერთაშორისო ზეწოლისა, რომელიც საქართველოს მიმართ განსაკუთრებით 2022 წლის თებერვლიდან ხორციელდება.
„მოსკოვის მექანიზმი“ შეიქმნა იმისთვის, რომ გამოყენებული იქნეს ისეთ ქვეყნებში სადაც სისტემურად ირღვევა ადამიანის უფლებები. ანუ საქართველოს მიმართ ამ მექანიზმის ინიცირება, იმთავითვე უსამართლობა იყო. ერთია, რას საუბრობენ გარკვეული პოლიტიკოსები და ზოგიერთი ევრობიუროკრატები, [რომ საქართველოში ირღვევა ადამიანის უფლებები და ა.შ, რაც მათი პოლიტიკური რიტორიკაა] და მეორე, რას გვეუბნება სამართლიანი, ობიექტური, მაღალპროფესიონალი ექსპერტების შეფასებები, რაც სხვადასხვა რეიტინგებში აისახება. ამ რეიტინგებით საქართველო ერთი ჩვეულებრივი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მსგავსი დემოკრატიული ქვეყანაა.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი შეიქმნა ძალიან მოკლე დროში. ინგლისურად ნაწერი 192 გვერდია, ქართულ ენაზე ნათარგმნი კი დაახლოებით 300 გვერდი იქნება, რომელიც „მაღალპროფესიონალმა ექსპერტმა“ დაწერა, სულ რაღაც სამ კვირაში, ეს წარმოუდგენელია. თავად გახლავართ მკვლევარი, გამიკეთებია ანგარიშები და სამ კვირაში ფიზიკურად წარმოუდგენელია ასეთი ზომის დოკუმენტის შედგენა. დოკუმენტის მეთოდოლოგიაში არსად არ არის მითითებული, რომ ექსპერტმა მთავრობის მიერ მოწოდებული დოკუმენტები შეისწავლა, თუმცა პირდაპირ ამბობს, რომ წაიკითხა არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები, რომელიც ვიცით, რომ მიკერძოებული და დამახინჯებული პოლიტიკური აღქმებია. აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის განაცხადებით, მათ მიაწოდეს 100 გვერდიანი დოკუმენტი, სადაც მოყვანილია პასუხი ყველა იმ ხარვეზზე და ტყუილზე, რომელიც ასახულია ანგარიშში, თუმცა ჩანს, რომ პასუხები არ წაუკითხავთ. ფაქტია, რომ არ აინტერესებთ ობიექტური ინფორმაცია, მათი სურვილი იყო შეექმნათ რაღაც დოკუმენტი, რომელიც იქნება სალაპარაკო თემა. ეს კი ჩამქრალ კოცონზე ნავთის დასხმაა, მაგრამ, კოცონი უკვე ჩანაცრულია და გინდა ნავთი დაასხი და გინდ ბენზინი. იმ კოცონს, რომელსაც საწვავი მასალა არ აქვს, არაფერი აანთებს.
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს ლაიტმოტივად გასდევს ორი მიმართულება: ერთი, გაიწვიეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი და „ფარა“ და მეორე - ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი. აქედან გამომაქვს დასკვნა - ინიციატივა, ჩამოსვლა, შეხვედრები და საუბრები ინიცირებული იყო იმისათვის, რომ ამ ორ კანონზე მოეხდინათ აპელირება.
როგორც ჩანს, გამჭვირვალობის შესახებ კანონი, მისი თანმდევი კანონით [გრანტების შესახებ] და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი ჩვენი ქვეყნის დამცავი ის ორი სამართლებრივი მექანიზმია, რომლებიც რეალურად აწუხებთ და რომლებიც საშუალებას არ აძლევთ, განახორციელონ თავიანთი ზრახვები საქართველოს მიმართ“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1773691767












