ბოლო ცნობები რომში მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილიდან - დაშავებულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა
1751632913
პოლიტიკური პარტიების ბულინგში და ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებენ ოპოზიციის წარმომადგენლები მათივე კოლეგებს.
"ლელოში" აცხადებენ, რომ ყველა პარტია საკუთარი ინტერესებით მოქმედებს და ზეწოლის მიუხედავად, პარტია პოზიციას არ შეიცვლის, ანუ არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებს.
პოლიტიკურ პარტიებს, ვისაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა სურთ, რიგითი ნომრების მისაღებად რეგისტრაციის ვადა 17 ივლისამდე აქვთ.
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, პარტია მკაფიოდ აცხადებს, რომ ისინი რაიმე სახის ზეწოლის გამო აზრს არ შეიცვლიან.
"ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, რადგან მივიჩნევ, რომ პარტიებს აქვთ სუვერენული პოლიტიკური ნება და ისე უნდა მოიქცნენ, როგორც საუკეთესო ჰგონიათ ამ ქვეყნისთვის.
ძალიან მკაფიოდ და მშვიდად ვთქვით, რომ არცერთი ზეწოლის გამო არ შევიცვლით ჩვენს ერთ ან მეორე აზრს. ჩვენი აზრები არ იქმნება და არც იცვლება ზეწოლებით", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ოპოზიციური გაერთიანება "ლელოს" აბულინგებს, თუმცა ამ ყველაფერს არავითარი კავშირი არ აქვს რეალურ პოლიტიკასთან, რადგან ოპოზიციურ პარტიებს არც კი აღელვებთ რაიმე გამარჯვება.
"ამ გაერთიანების ნაწილი აბულინგებს " ლელოს". დრამა იმაში მდგომარეობს, დაბულინგდება "ლელო" თუ არა. სერიოზულად რომ შევხედოთ ამ სიტუაციას, ამას არანაირი კავშირი არ აქვს ნამდვილ პოლიტიკასთან. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ პარტიას არც კი აღელვებს რაიმე გამარჯვება და ხელისუფლების ცვლილება. ყველაზე მეტი, ლიდერების პირადი ეგოების დატოლება ხდება", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.