1749718859
დონალდ ტუსკის მთავრობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ლობირებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ბლოკთან უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეთ

დონალდ ტუსკის მთავრობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ლობირებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ბლოკთან უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეთ. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმა, მისი მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრის დაწყებამდე, პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, პოლონეთი ევროკავშირში აუცილებელი უმრავლესობის შექმნაზე მუშაობს, რათა საქართველოს სავიზო მიმოსვლა შეეზღუდოს ან შეუჩერდეს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ განცხადება იმ ხელისუფლების მხრიდან, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის სააკაშვილი მოდერნიზაციის ეტალონია, გასაკვირი არ არის.