დიმიტრი ხუნდაძე: პრეზიდენტს საინტერესო გამოსვლა ჰქონდა. დღეს მან უახლოეს პოლიტიკურ წარსულზე ისაუბრა, რაც არ იყო მარტივი

დიმიტრი ხუნდაძე

პრეზიდენტს საინტერესო გამოსვლა ჰქონდა. დღეს მან უახლოეს პოლიტიკურ წარსულზე ისაუბრა, რაც არ იყო მარტივი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატმა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ყოველწლიური ანგარიში შეაფასა.

„პრეზიდენტს საინტერესო გამოსვლა ჰქონდა. დღეს მან უახლოეს პოლიტიკურ წარსულზე ისაუბრა, რაც არ იყო მარტივი. ისაუბრა ორმაგ სტანდარტზე, უსაფრთხოების საკითხებზე, განათლებაზე, სოციალურ მიმართულებებზე, სპორტზე, მაგრამ ყველაფრის საფუძველი ალბათ არის პოლიტიკური სტაბილურობა, ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოება, მითუმეტეს ამ ურთულეს მსოფლიოში. ეს სირთულე ეხება ჩვენს რეგიონს, ფაქტობრივად ეპიცენტრში ვართ. მიხეილ ყაველაშვილს თავისი დამსახურება აქვს იმ პროცესებში, რაც 2022 წლის შემდეგ განვითარდა, მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრა რუსეთი“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.